კატეგორიები

KALBI-LYT - ხბოებში დიარეის საწინააღმდეგო

შეაჩერეთ დიარეა სწრაფად და ეფექტურად

ხბოებში დიარეის საწინააღმდეგო სპეციალური პროდუქტი KALBI-LYT-ი წარმოადგენს უებარ საშუალებას როგორც ორგანიზმის ენერგიით და საყუათო ნივთიერებების მომარაგების ასევე არეგულირებს საჭმლის მომნელებელ სისტემის ფუნქციონირებას. KALBI-LYT -ი შეივაცს ვიტამინებს და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მასტაბილიზირებელ პრობიოტიკ PROVITA LE-ს.

ელექტროლიტების შემცველი სპეციალური პროდუქტი   KALBI-LYT-ი:

  • ელექტროლიტები უზრუნველყოფენ სხეულის წყლის ბალანსის სწრაფ რეგულირებას;
  • ამარაგებს ორგანიზმს ბუფერული სუბსტანციებით რომლებიც ეწინააღმდეგებიან სისხლის აციდიოზს;
  • ვიტამინებისა და მიკროელემენტების კომბინციით აძლიერებს ხბოს ორგანიზმს და იმუნიტეტს;
  • ამცირებს ელექტროლიტების ph-ის მაჩვენებელს რაც შესაბამისად ამცირებს ნაწლავებში ისეთი ბაქტერიების გამრავლების შანსს როგორიცაა coli;
  • სწრაფად აღადგენს შესაბამისი მიკროორგანიზმების რეკოლონიზაციას (რძემჟავა ბაქტერიების ფორმირება);
  • ამარაგებს ხბოს ენერგიით;
  • ამცირებს მეტეორიზმის საშიშროებას.

 

კვების განრიგი

  • დილით: 1.5 - 2 ლ რძე;
  • შუადილა: 1-1.5 ლ Kalbi Lyt;
  • შუადღე: 1.5 – 2 ლ რძე;
  • შუადღის შემდეგ: 1-1.5 ლ Kalbi Lyt;
  • საღამო: 1.5 – 2 ლ რძე;
  • გვიანი საღამო: 1-1.5 ლ Kalbi Lyt.

მეტად მნიშვნელოვანია დავიცვათ რძისა და Kalbi Lyt-ის შორის მინიმალური დრო რომელიც 2 საათს შეადგენს. უნდა აღინიშნოს რომ რძე და Kalbi Lyt-ი არ უნდა მოხვდეს კუჭში ერთდროულად რადგან ელექტროლიტური სასმელი ზრდის pH -ის დონეს, ხოლო რძე შესაძლებელია გადამუშავდეს მხოლოდ დაბალ მჟავიანობაზე ფერმენტირებული.

Kalbilyt-ით და რძით ერთდროულად მიცემის შედეგად რძე არ გადამუშავდება და გამოიწვევს დიარეის გართულებას!

 იმ შემთხვევაში თუ მოცემული კვების განრიგი არ არის მისაღები მაშინ გამოკვებეთ თქვენი პირუტყვი ჯერადობით,  პირველ დღეს მხოლოდ Kalbi Lyt-ით და დაიწყეთ მომდევნო დღე რძით.

 KALBI-LYT- საუკეთესო რესურსი ხბორებში დიარეის შესაჩერებლად!

 

ფასი : 0 GEL

ტეფლონის საფარიანი რძის და ხსენის გამათბობელი ხბოებისთვის

ძროხების სამშობიარო დამხმარე VINK

ძროხების სამშობიარო დამხმარე SECURPART