ისტორია
კომპანია „კავკასიის გენეტიკა” დაფუძნდა 2006 წელს. კომპანია აერთიანებს მეცხოველეობისა და რძის სექტორის ექსპერტებს, სელექციონერებსა და ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტებს. „კავკასიის გენეტიკამ” საქმიანობა დაიწყო პატარა კომპანიის სახით, რომელიც ემსახურებოდა აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს, დღეს კი წარმოადგენს ქვეყნის უმთავრეს მიმწოდებელს მეცხოველეობის, რძის წარმოება-გადამუშავების, სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების სფეროში. კომპანიის სახელს უკავშირდება მეცხოველეობის მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვა ქვეყანაში და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება.
ქრონოლოგია
- დაარსდა 2006 წელის დეკემბერში;
- 2007 წ. - ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგია დაინერგა მეძროხეობაში;
- 2009 წ. - გაიხსნა ამიერკავკასიაში ერთადერთი, თანამედროვე სტანდარტების ტიბაანის სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების ცენტრი;
- 2009 წ. -გაიხსნა ,,კავკასიის გენეტიკის” სასწავლო ცენტრი;
- 2010 წ.- დაინერგა საძოვრების მართვის ტექნოლოგია (ელექტრო მწყემსი);
- 2012 წ. - გაიხსნა ოფისი თბილისში;
- 2012 წ. - კომპანიაში ხელმისაწვდომი ხდება მესაქონლეობის ფერმისთვის საჭირო თანამედროვე სატანდარტების ნებისმიერი სახის აღჭურვილობა და ფერმების პროექტირება;
- 2012 წ. - დაინერგა საწარმოო ხაზების ტექნოლოგიური და საინსტალაციო სერვისი რძის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის;
- 2013 წ. - დაინერგა ემბრიონების გადანერგვის ტექნოლოგია მეძროხეობაში;
- 2014 წ. - განვითარდა სანაშენე პირუტყვის იმპორტის ხაზი;
- 2014 წ. - დაინერგა ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგია და სპერმის წარმოება მეღორეობაში;
- 2015 წ. - დაინერგა ავტომატური საწველი სისტემების მიწოდების, სამონტაჟო და ექსპლუატაციის შემდგომი სერვისი;
- 2016 წ. - გამართა საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია მეცხოველეობაში;
- 2016 წ. - კომპანია გახდა UN Global Compact-ის საქართველოს ქსელის წევრი;
- 2017წ. –„კავკასიის გენეტიკა“ გახდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი;
- 2018 წ. - მესაქონლეობასთან ერთად ხელმისაწვდომი გახდა მეღორეობისა და მეფრინველეობის მიმართულებით ფერმის პროექტირება, ინვენტარის მიწოდება და მონტაჟი.