ტიბაანის სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების ცენტრი
“კავკასიის გენეტიკის” სანაშენე ცენტრი მდებარეობს კახეთში,სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში.
2009 წელს სანაშენე ცენტრის გახსნამ (ცენტრის მშენებლობას მხარი დაუჭირა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ), ხელი შეუწყო ქვეყნის შიგნით პირუტყვის ჯიშების მახასიათებლების გაუმჯობესებასა და ჯიშთა სელექციის პროგრამასთან დაკავშირებული ორგანიზაციული, ტექნიკური და სამეცნიერო პრობლემების გადაჭრას ქვეყნის მასშტაბით.
სანაშენე ცენტრში, სადაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში პირველად მოხდა სპერმის პაიეტებში დაფასოება, მიმდინარეობს ადგილობრივი და უცხოური მაღალპროდუქტიული ბუღებისა და კერატების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბიოლოგიური მასალის (სპერმის) წარმოება-კრიოკონსერვაცია მესაქონლეობასა და მეღორეობაში ხელოვნური განაყოფიერების ხელშეწყობის მიზნით. ყოველივე ეს ახდენს დადებით ზეგავლენას ქვეყანაში ადგილობრივი დაბალპროდუქტიული პირუტყვის ჯიშობრივ გაუმჯობესებასა და დაავადებების კონტროლზე.
სანაშენე ცენტრში ბიოლოგიური მასალა იწარმოება საგანგებოდ შერჩეული მაღალი გენეტიკური პოტენციალის ახალგაზრდ აბუღებისა და კერატებისგან, რომლებიც აკმაყოფილებენ გენეტიკურ მოთხოვნილებებს, მუდმივად გადიან შთამომავლობის ხარისხზე ტესტსა და სანაშენე ღირებულებების შემოწმების პროცესს.
სანაშენე ცენტრი ასევე მუშაობს ენდემური ჯიშების(კავკასიური წაბლა, მეგრული წითელი და ქართული მთის საქონლი)მოშენების საკითხებზე.
კავკასიის გენეტიკის სანაშენე ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორით (Minitube - გერმანია) და პროდუქციის წარმოების პროცესში იყენებს მსოფლიოში აღიარებულ უახლეს ტექნოლოგიებს. შესაბამისად, სტანდარტისა და ეტიკეტირების მიხედვით უტოლდება განვითარებული ქვეყნების დონეს.
სანაშენე ცენტრის ბაზაზე ასევე ფუქციონირებს სასწავლო ცენტრი, რომელიც ერთადერთია საქართველოში AI(ხელოვნური განაყოფიერების) ტექნიკოსის პროფესიის შესწავლისთვის.
ცოდნისა და გამოცდილების გასარღმავებლად მუდმივად ხდება უცხოელი ექსპერტების მოწვევა და ტრენინგების გამართვა მეცხოველეობის მიმართულების სხვადასხვა საკითხებზე, ასევე აგროინჟინერიასა და საკვებწარმოებაში.