წველის შემდგომ ცურის სადეზინფექციო საშუალება.
მზად არის გამოსაყენებლად _ ძროხებისთვის, კამეჩებისთვის, ცხვრებისთვის და თხებისთვის.
გამოსადეგია ჩაძირვითი მეთოდით გამოყენებისთვის.
წველის შემდგომი ცურის სადეზინფეციო მზა საშუალება - სპეციალურად შექმნილი ფორმულა ამცირებს იმ ბაქტერიულ ზრდას რომლებიც არიან მასტიტის გამომწვევნი მერძეულ პირუტყვში.
IDD JUVELIT-MICROCID-ის გამოყენება უზრუნველყოფს მაღალ დაცვას და ცურის კონდიციის მდგრადობას მთელი წლის განმავლობაში.
IDD JUVELIT-MICROCID-ის გააჩნია კანის დაცვის და მოვლის თვისებები რომლებიც უზრუნველყოფენ ცურის ზედაპირის ელასტიურობას და სირბილეს.
გრძელვადიანი დატენიანების ეფექტი უზრუნველყოფს ცურის კანის მდგრადობას ბაქტერიებისა და ბუზების მიმართ.
როგორ გამოვიყენოთ
ჩაძირვითი მეთოდით: შეავსეთ ცურის თითის სადეზინფექციო ჭიქა დაახლოვებით 2/3 IDD JUVELIT-MICROCID -ით.
ჩაძირეთ თითოეული თითი სადეზინფექციო ჭიქაში მაშინვე როდესაც წველა დამთავრდება. დარწმუნდით რომ თითი მთლიანად (მთელ სიგრძეზე) არის ჩაძირული. საჭიროებისამებრ დაამატეთ სამუშაო სითხე IDD JUVELIT-MICROCID სადეზინფექციო ჭიქაში ან/და შეცვალეთ გამოყენებული (დაბინძურებული) ახლით.
ყოველი განახლებისას გარეცხეთ სადეზინფექციო ჭიქა სათანადოდ.
შემცველობა
წყალი, პროპილენ გლიკოლი, ორგანული მჟავები, გლიცერინი, ნატრიუმის ლაქტატი, პოლიეთილენის გლიკოლი, ორგანული დამატენიანებელები, მინერალური მარილები დაშ.
შენახვის ხანგრძლივობა
3 წელიწადი გაუხსნელ მდგომარეობაში. გახსნიდან უნდა გამოყენებული იქნას 6 თვის განმავლობაში
შენახვა
შეინახეთ +25 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე მშრალ და გრილ ადგილას. აარიდეთ მზის სხივებს და ყინვას. შეინახეთ ბავშვებისთვის უსაფრთხო ადგილას.
დამზადებულია შვედეთში!
მწარმოებელი: International Dairy Development AB, Sweeden. license SE5569616229.