ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ 

სანდო გენეტიკა და ინოვაციური ტექნოლოგიები!

კავკასიის გენეტიკა - ქვეყნის უმთავრესი მიმწოდებელია მეცხოველეობის სფეროში ფერმის აღჭურვილობის, რძისა და ხორცის წარმოება-გადამუშავების, სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით.

  • ჩვენ ვიყენებთ მსოფლიოში არსებულ უახლეს ტექნოლოგიებსა და მეცხოველეობის სექტორის საუკეთესო გამოცდილებას;
  • ჩვენ გუნდი შედგება საერთაშორისო (ევროპული და ამერიკული) კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებისაგან, რომელთაც აქვთ 25 წელზე მეტი ხნის მუშაობის გამოცდილება მეცხოველეობაში;
  • ჩვენ უზრუნველვყოფთ მომსახურებისა და პროდუქციის მაღალ ხარისხს ნაყოფიერი ფერმერული საქმიანობისათვის;
  • ჩვენ ვართ ერთგული და საიმედო პარტნიორი გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის;
  • კლიენტის წარმატება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია;

 

საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

  • თანამედროვე ტიპის მეძროხეობის, მეღორეობისა და მეფრინველეობის ფერმების პროექტებისა და კონცეფციების შემუშვება-განვითარება;
  • მაღალპროდუქტიული, სარძევე და სახორცე მიმართულებების სანაშენე პირუტყვის, ღორისა და თხის იმპორტი ევროპიდან;
  • ცხოველთა კვებისთვის მინერალები (საკვაბი დანამატები), საკვების დამზადების ტექნოლოგიების განვითარება და დაბალანსებული ულუფის შემუშავება;
  • ხელოვნური განაყოფიერება მეძროხეობასა და მეღორეობაში -ხელსაწყოების, მსხვილფეხა პირუტყვის და ღორის სპერმისა და ემბრიონების დისტრიბუცია და მომსახურება ხელოვნური განაყოფიერებისათვის;
  • მეძროხეობის, მეღორეობისა და მეფრინველეობის ფერმების და ვეტერინარიის სრული აღჭურვა, პროექტირება და მონტაჟი;
  • საწარმოო ხაზების პროექტირება და სათანადო საიჟინრო - საკონსულტაციო მომსახურება ხორცისა და რძის გადამუშავებისთვის;
  • კონსულტაციები და სასწავლო პროგრამები;

ჩვენ ვთანამშრომლობთ მეცხოველეობის სექტორის მსოფლიოში ლიდერ ამერიკულ და ევროპულ კომპანიებთან, რომელთა პროდუქცია და მომსახურება გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის სტანდარტებით.

 

ჩვენთან 7000-ზე მეტი დასახელების პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანია

- “კავკასიის გენეტიკა” კლიენტს სთავაზობს ყველა ძირითადი სარძევე და სახორცე ჯიშის საქონლის ღრმად გაყინულ სპერმას პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერებისათვის. საერთაშორისო სტანდარტების მრავალფეროვანი გენეტიკური ბაზა უზრუნველყოფს პროდუქტის ფართო არჩევანს, რომელიც აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს. ამავდროულად, გთავაზობთ სხვადასხვა ჯიშის სანაშენე ღორის საუკეთესო გენეტიკურ მასალას, მაღალხარისხიანი  ხორცის წარმოებისა და შემოსავლის გასაუმჯობესებლად.

- გთავაზობთ პროდუქტების ფართო არჩევანს თქვენი ფერმერული მეურნეობისათვის და სრულ კომპლექტაციას მისი სრულყოფილი მუშაობისათვის, როგორიცაა: მეცხოველეობისა და მეფრინველეობის  ფერმების აღჭურვილობა, ხელოვნური განაყოფიერების ინსტრუმენტები, ავტომატური და მობილური საწველი სისტემები, ცხოველთა საკვები ვიტამინები, მინერალები, იდენტიფიკაციის საშუალებები და სხვ. ასევე, საძოვრების მართვის სისტემები (ელექტრო ღობე), რძის ანალიზატორები (ლაქტოსკანი), დიუარის ჭურჭელი, ვეტერინარიის ხელსაწყო-იარაღები, იონჯის თესლი საკვებ წარმოებისთვის, ბრუცელოზის ტესტი რგოლური რეაქციისათვის და სხვა მრავალი სახის პროდუქტი და მომსახურება.