როდესაც კრიტიკული საკონტროლო პუნქტები დაწესებულია, მის შემდეგ უნდა აღინიშნოს საზღვრები.
კრიტიკულ პუნქტებს ენიჭება გასაზომი ან დაკვირვებადი პარამეტრები, რისი მეშვეობითაც შესაძლებალია მოცემული პუნქტის დაკვირვება და გაკონტროლება.
ასეთი მაჩვენებლები შეიძლება იყოს ტემპერატურა, დრო, ტენიანობა, მჟავიანობა, კონსერვირებისა და სიმლაშის დონე, ვიზუალური სახე, ტექსტურა და ა.შ.
მაგალითი: კრიტიკული საკონტროლო პუნქტების მონიტორინგი
ინიშნება მონიტორინგის მეთოდები. Mონიტორინგი აჩვენებს, არის თუ არა კრიტიკული პუნქტი კონტროლის ქვეშ.
მონიტორინგის მეთოდები:
- სტაციონარული : ტემპერატურა, მჟავიანობა, ვიზუალური შეფასება.აღნიშნული მეთოდი საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ კრიტიკულ ნიშნულიდან გადაცდომა.
- ლაბორატორიული : მიკრობიოლოგიური ანალიზი. აღნიშნული მეთოდი არ იძლევა კორექტირების დაუყოვნებლივ ჩატარების საშუალებას.
მაგალითი ლაბორატორიულ კვლევასთან დაკავშირებული.
ინიშნება მონიტორინგის სიხშირე: საათში, ცვლაში, დღეში, თვეში.
ინიშნება მონიტორინგის დრო: პარტია, ცვლის დასაწყისში / ბოლოში.
ინიშნება მონიტორინგის ჩატარების პასუხისმგებელი პირი, ვისაც უნდა შეეძლოს განახორციელოს დაუყოვნებლივი მოქმედებები კრიტიკულ პუნქტზე წარმოქმნილი საფრთხეების შემთხვევაში.
ინიშნება საქმიანოდა, იმ შემთხევაში , თუ არის გადახრები კრიტიკულ პუნქტებში: ვის ვაცნოთ, სად მივმართოთ.