2.5. კრიტიკული საკონტროლო პუნქტების დადგენა

უნდა დადგინდეს საფრთხის კრიტიკული საკონტროლო პუნქტები (კსპ), სადაც მოხდება საფრთხის ლიკვიდაცია ან მინიმალიზაცია. ამისათვის უნდა იქნას გამოყენებული კსპ გადაწყვეტილების ხის ჩამოყალიბება. მოცემულ გადაწყვეტილების ხეში უნდა იყოს სქემა, სადაც თითო კითხვაზე იქნება გაცემული პასუხი იმის შესახებ, არის თუ არა მოცემულ პუნქტში საშიშროების საფრთხე.

Joonised_gruusia

 

Tabelid_gruusia

გადაწყვეტილების ხის გამოყენებამდე, გუნდის წევრებმა უნდა დასვან შეკითხვა, არის თუ არა შესაძლებელი მოცემული პუნქტი იყოს გამოყენებული წინასაპირობო პროგრამაში. Iმ შემთხვევაში, თუ პასუხი დადებითია, შემდეგ საკითხზე გადასვლა შეუძლებელი რჩება.

კრიტიკული პუნქტების რაოდენობა დამოკიდებულია საწარმოზე და წარმოების ტექნოლოგიაზე.  თუმცა ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ კრიტიკული საკონტროლო პუნქტები არ იყოს ძალიან ბევრი, რადგან მაშინ სისტემა მეწარმისათვის გახდება ძნელად გასაკონტროლებელი.