ტექნოლოგიური სქემის წარდგენის საშუალებებს არ აქვს კონკრეტული წესები. თურმცა ცხრილის სახით გაკეთებული სქემის გამოყენება უფრო მარტივია.
ტექნოლოგიურ სქემაში უნდა იყოს ასახული პროდუქტის ყველა ეტაპი, საწყისიდან გადამუშავების პროცესამდე. Yველა საწარმო ჯგუფს უნდა ქონდეს თავისი სქემა. მოცემულ სქემაზე უნდა იყოს აღნიშნული ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრები (დრო, ვადები, ტემპერატურა, მჟავიანობა...). საჭიროების შემთხვევაში კი საწყობი ოთახების და გამოყენებული დანადგარების ნომრები.
ტექნოლოგიურ სქემაზე უნდა იყოს ასახული წარმოების პროცესის რეალური პარამეტრები!
როდესაც სქემა მზად არის, თვითკონტროლის გუნდის ხელმძღვანელი აწერს მოცემულ საბუთს ხელს. შემდგომ ტექნოლოგიურ სქემას დანართად ემატება კრიტიკული საკონტროლო პუნქტების ჩამონათვალი. იმ შემთხვევაში, თუ ტექნოლოგიურ სქემაზე სრული ინფორმაციის დატევა იწვევს სირთულეებს, იქმნება ცალკე საბუთი, სადაც არის მოცემული სქემის მოკლე აღწერილობა.