2.2. პროდუქციის აღწერილობა

პროდუქციის აღწერილობაში განისაზღვრება  ნედლეულის და პროდუქტების ინგრედიენტების მახასიათებლები, მზა პროდუქტის ან ნახევარფაბრიკატის სპეციფიკაცია.

ნედლეულის დახასიათებაში შედის შემდეგი ჩამონათვალი:

  • მასალის მწარმოებელი
  • ტრანსპორტირება
  • შენახვა
  • ნედლეულის თვისებები(ორგანოლეპტიკური, ფიზიკური, ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები)
  • მარკირება
  • შენახვის ვადები.

მონაცემები ნედლეულის შესახებ შეიძლება იყო ჩამოწერილი ცხრილის სახით.

 

 

პროდუქტის აღწერილობაში შედის შემდეგი ჩამონათვალი:

  • პროდუქტის ინგრედიენტები
  • პროდუქტის თვისებები(ორგანოლეპტიკურები, ფიზიკური-ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები)
  • შეფუთვა
  • შესაფუთი მასალები
  • მარკირება
  • შენახვა
  • სამომხმარებლო ინსტრუქცია
  • შენახვის და მარკეტინგის მოთხოვნები

სამომხმარებლო ჯგუფის აღწერისას, ხდება მოცემული სამომხმარებლო ჯგუფის მიმოხილვა, თუ ვისთვისაა აღნიშნული პროდუქცია განკუთვნილი. (სხვა მომხმარებლები, ეგრეთწოდებული ჩვეულებრივი მომხმარებლები, პატარა ბავშვები, კვების განსხვავებული მოთხოვნების მქონე მომხმარებლები და ა.შ.).