საკვების დამზადებისას ძალიან მნიშვნელოვანია საკვების დამზადების ოთახის გულმოდგინედ დასუფთავება და დეზინფიცირება. ამისათვის საჭიროა დასუფთავების გეგმის შედგენა, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი გამოყენებული გამწმენდი საშუალებები და ინვენტარი. ასევე უნდა იყოს შედგენილი სახელმძღვანელო სარეცხი და სადეზინფიცირო ხსნარების დასამზადებლად, დასუფთავების პროცედურების აღწერა, სიხშირეები და შემომწმებელი თანამშრომლის სახელი.
ტექნიკა უნდა იყოს უშუალოდ მისი გამოყენების შემდეგ გარეცხილი, ხოლო ღია ტექნიკა უნდა იყოს გარეცხილი, როგორც გამოყენების წინ, ასევე სამუშაოს დასრულების შემდგომ. გამჯდარი ჭუჭყის შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული სპეციალური ჯაგრისები. დასუფთავების პროცედურის დასრულებისას , ყველა მოწყობილობა უნდა იყოს გულმოდგინეს გაწმენდილი ისე, რომ არანაირი ქიმიკატები არ დარჩეს ზედ.