1.1. საწარმოს/ფირმის დიზაინი და ადგილმდებარეობა

1.1.1. ადგილმდებარეობა
1.1.2. ოთახების განლაგება
1.1.3. შიდამოწყობილობა, კონსტრუქციები  
1.1.4. წყლის მიწოდების, კანალიზაციის, ვენტილაციის და განათების სისტემები
1.1.5. ხელის დასაბანი წერტილები
1.1.6. რეცხვა და დეზინფიცირება
1.1.7. გამოსაცვლელი ოთახები
1.1.8. საპირფარეშო
1.1.9. ნარჩენების შენახვა და უტილიზაცია
1.1.10. ტექნიკა და ინსტრუმენტები

საწარმოს დიზაინსა და მშენებლობას უნდა მიექცეს ძალიან დიდი ყურადღება, იმისათვის რომ შევძლოთ რენტაბლურად და ჰიგიენურად ვაწარმოოთ საკვები. საწარმო უნდა იყოს ისე აშენებული, რომ ყველანაირი საფრთხე იყოს გამორიცხული. ძალიან მნიშვნელოვანია მშენებლობისას იყოს გამოყენებული შესაბამისი სამშენებლო მასალები და ასევე სწორად იყოს დაგეგმილი ოთახების განთავსება.

 

1.1.1. ადგილმდებარეობა

ადგილმდებარეობის შერჩევისას მნიშვნელოვანია შემდეგი:

1. ტერიტორიაზე არ უნდა იყოს წყალდიდობები, არ უნდა იყოს ახლოს საშიში ქიმიკატები, მტვერი, არასასიამოვნო/უცხო სუნები ან მავნებლები/ცხოველები.

2. ტერიტორია უნდა იყოს მოწესრიგებული და სუფთა, ასევე უნდა იყოს ბალახის ამონარიდები.

3. ტერიტორიაზე არ უნდა იყოს დაწყობილი ძველი მოწყობილობები, რაც არ არის წარმოებასთან კავშირში.

4. გზის ზედაპირი უნდა იყოს ძალიან ძლიერი და მტვრისგან თავისუფალი, ასევე არ უნდა იყოს არანაირი სინესტე და ჭარბი წყალი.

5. საწარმოს გარეთა ფასადი და სახურავი უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში.

6. საწარმოს კარებები და ფანჯრები უნდა იყოს წესრიგში და მჯიდრო, რათა გამოვრიცხოთ ცხოველებისა და ფრინველების შემოჭრა.

7. ნაგვის ყუთები უნდა იყოს განლაგებული მათთვის შესაბამის ადგილას, უნდა იხურებოდეს თავსახურით, უნდა გამოირიცხოს შიგ ცხოველების თვითნებიერი შეძვრომა (ფილმის ჩვენება, ფანჯრებზე, კარებებზე, ტერიტორიასა და ნაგვის ურნებზე)

 

 

   

1.1.2. ოთახების განლაგება

ობიექტის დაგეგმის ზოგადი პრინციპია  მუშაობის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იყოს სხვადასხვა საწარმოო ოპერაციების განხორციელება. უნდა გვახსოვდეს, რომ სწორი ხარჯების გეგმა უზრუნველყოფს უსაფრთხო საკვებსა და საწარმოს ოთახების/სივრცეების ხანგძლივ გამოყენებას; ასევე მცირე დასუფთავების ხარჯებს. 

ოთახების დაგეგმისას უნდა ვეფუძნებოდეთ შემდეგ პრინციპებს:

  1. ჯვარედინი დაბინძურების აღმოფხვრა; სუფთა და ჭუჭყიანი მხარეების გამორჩევა, შესაფუთი მასალის ცალკე შენახვა; მაღაზიებიდან უკან ჩასაბარებელი მასალის ცალკე შენახვა. 
  2. სამუშაო შესრულების პროცესი უნდა იყოს მიმართული ნედლეულისაგან მზა პროდუქტამდე; მალფუჭებადი პროდუქტები კი რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს განთავსებული მაცივარში. 
  3. პერსონალის ჰიგიენური საშუალებები და სამუშაო აღჭურვილობა უნდა იყოს განლაგებული სამუშაო ადგილთან ახლოს.
  4. ტემპერატურის საკონტროლო სისტემა.
  5. ოთახებში უნდა იყოს შესაძლებლობა , რომ ისინი იყოს ბოლომდე დასუფთავებული და დეზინფიცირებული წარმოების დასრულებისას. 
  6. მწერების, მღრღნელების და ფრინველების შესვლა შენობაში უნდა იყოს სრულიად გამორიცხული.
  7. პერსონალს უნდა ქონდეს განკუთვნილი ცალკე ოთახი, სადაც ისინი შეძლებენ ტანსაცმლის გამოცვლას; სადაც დატოვებენ საგარეო ფეხსაცმელებს და ასევე ექნებათ საშუალება შეინახონ სანიტარული ტანსაცმელი.
  8. საკმარისი ზომის და შესაძლებლობების ცივი საწყობები საკვების შესანახად.
  9. საწარმოში ყველა ნედლეული და სხვა შემადგენელი ნაწილები  შენახული უნდა იქნეს შესაბამის პირობებში, რომელიც მიზნად ისახავს ნედლეულის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილებას  და დაბინძურებისაგან დაცვას.
  10. ყველა სათავსოში უნდა იქნას ინდივიდუალურად დაცული შენახვის სათანადო პირობები: ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა.

     

1.1.3. შიდამოწყობილობა, კონსტრუქციები

საკანონმდებლო აქტებში ხშირად არის გამოყენებული ისეთი სიტყვები , როგორიცაა 'ს́საკმარისად'', ''მარტივად რეცხვადი'', და ასე შემდეგ. ამის გამო მოყვანილია რამოდენიმე ახსნა-განმარტება, რათა შევძლოთ სწორად განვმარტოთ თუ სისუფთავის როგორ ხარისხზე გვაქვს საუბარი.

 

კედელი და იატაკი

Pilt03-A

 

Pilt03-B
კედელი და იატაკი.

 

ა) ჭერი უნდა იყოს გლუვი, ხანძარგამძლე, ღია ფერისა და მარტივად რეცხვადი.

ბ) კედლები უნდა იყოს გლუვი, განმძლე, წყალგაუმტარი, არ უნდა იქერცლებოდეს და სასურველი იყოს ღია ფერის; კედლების მასალად უნდა იყოს გამოყენებული ისეთი მასალა, რომ შესაძლებელი იყოს მარტივად მათი გარეცხვა და დეზინფიცირება.

ც) კარებები, ფანჯრები, კიბეები და პლატფორმა. ღია ფანჯრების შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული მწერებისაგან დამცავი და საჭიროების შემთხვევაში პირდაპირი მზის სხივები არ უნდა შედიოდეს, რათა არ იქნას ოთახის ტემპერატურა შეცვლილი. პანჯრის რაფები უნდა იყოს მცირე დაქანებით, რომ ისინი არ იქნას გამოყენებული თაროების მიზნით. კარებები უნდა იყოს გლუვი, არ უნდა იწოვდეს წყალს და უნდა იყოს მარტივად რეცხვადი მასალისაგან. კარებები უნდა იყოს თვითჩამკეტი და იკეტებოდეს ძალიან მჭიდროდ. კიბეები, მოაჯირები და პლათფორმები უნდა იყოს დამზადებული ისეთი მასალისაგან, რომ მარტივად ირეცხებოდეს და არ იწვევდეს საკვების დაზიანებას.

დ) იატაკის მასალის არჩევანი ეფუძნება შემდეგ კრიტერიუმებს: გამოყენების ხანგძლივობა; რამდენად ნესტიანია/მშრავი; რა საშუალებებით ირეცხება; უძლებს თუ არა ქიმიკატებს; რა მასალისგან არის დამზადებული. იატაკი უნდა იყოს საკმაოდ გამძლე, არ უნდა იყოს სრიალა და უნდა ირეცხებოდეს მარტივად. თვითკონტროლის გემაში უნდა იქნას გამოყენებული ყველა ის მასალა, რაც იქნება გამოყენებული საწარმოში.

 

    

1.1.4. წყლის მიწოდების, კანალიზაციის, ვენტილაციის და განათების სისტემები.

დრენაჟი. ოთახებში უნდა იყოს საკმარისი სადრენაჟო სისტემა, რომელიც უნდა იყოს დაცული და კარგ მდგომარეობაში. სისტემა ისე უნდა იყოს აშენებული, რომ ძლიერი დატვირთვის შემთხვევაში არ მოხდეს იატაკის დატბორვა. ტრაპი უნდა იწმინდებოდეს რეგულარულად.

 

Pilt05

 

სავინტილაციო სისტემა. ოთახებში უნდა იყოს საკმარისი ბუნებრივი ან მექანიკური ვენტილაცია, რომელიც დაწევს ჰაერის ნესტიანობასა და ტემპერატურას, რათა თავიდან ავიცილოთ ბაქტერიების გამრავლება. დაუშვებელია, რომ დაბინძურებული ჰაერი მიედინებოდეს დასუფთავებულ სივრცეში. სავენტილაციო სისტემებიდან არ უნდა მოხვდეს არანაირი მტვერი საწარმოს იმ ოთახებში, სადაც მიმდინარეობს პროდუქტის წარმოება. სავენტილაციო სისტემებს უნდა ჰქონდეს მარტივი მისადგომი დასუფთავების შემთხვევაში.

წყლის სისტემა. საკვების დამზადების შემთხვევაში უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ის წყალი, რომელიც აკმაყოფილებს სასმელი წყლის კრიტერიუმებს. ამისათვის საწარმოში უნდა იყოს საკმარისი სასმელი წყლის რესურსი.

 

Pilt-06-A

Pilt-06-B

 

წყლის ხარისხი რეგულარულად უნდა მოწმდებოდეს. საწარმოს ოთახებში წყლის შლანგები ისე უნდა იყოს დამაგრებული, რომ გამოირიცხებოდეს მათი დაბინძურება. დურშლაგი ან უნდა ინახებოდეს იატაკზე, არამედ მხოლოდ მათთვის განკუთვნილ ადგილას.

განათება. ოთახებში უნდა იყოს საკმარისი ბუნებრივი და/ან ხელოვნური განათება.

 

1.1.5. ხელის დასაბანი წერტილები

საწარმოში უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის ნიჟარები, რომელიც განკუთვნილია ხელების დასაბანად. ნიჟარა უნდა იყოს აღჭურვილი ცივი და თბილი წყლით, ხელის დასასუფთავებელი ჰიგიენური საშუალებებით და გასამშრალებელი ხელსახოცებით. მცირე მოწყობილობების გასარეცხად უნდა იყოს განკუთვნილი ცალკე ნიჟარა. როგორც წესი, პირველი ხელის დასაბანი პუნკქტი უნდა იყოს განთავსებული კარებთან.

 

Pilt-07

 

    

1.1.6. სარეცხი და დეზინფიცირების საშუალებები

სისუფთავის შესანარჩუნებლად სასურველია იყოს გამოყენებული სპეციალური მოწყობილობები იატაკის, კედლების და გარე სივრცეების დასასუფთავებლად.

პატარა მოწყობილობების გასარეცხად შესაძლებელია სპეციალური ტექნიკის გამოყენება. სარეცხი საშუალებები არ უნდა ინახებოდეს საკვების დამზადების ოთახში. სარეცხი საშუალებები უნდა იყოს განთავსებული მასთვის განკუთვნილ ოთახში. სასურველია სარეცხი საშუალებები იყოს აღნიშნული დანიშნულებისამებრ.

1.1.7. გამოსაცვლელი ოთახები

საწარმოში თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ გარე სამოსის გამოსაცვლელი ოთახი. ოთახებში უნდა იყოს საკმარისი ვენტილაცია და განათება. სანიტარული სამოსის გამოსაცვლელი ოთახის კარები არ უნდა იღებოდეს უშუალოდ იმ ოთახში , სადაც ხდება საკვების წარმოება. გამოსაცვლელი ოთახი უნდა იყოს აღჭურვილი დუშითა და ნიჟარით.

1.1.8. საპირფარეშო

შენობაში უნდა იყოს შესაფერისი ტუალეტების რაოდენობა. საპირფარეშოს კარები არ უნდა იღებოდეს წარმოების ოთახში. საპირფარეშოში შესვლა სანიტარული სამოსით აკრძალულია, უნდა იყოს სამოსის გარეთ დატოვების საშუალება. საპირფარეშოში უნდა იყოს ხელების დაბანის და გამშრალების საშუალება. არ არის სასურველი ნაჭრის პირსახოცების გამოყენება.

 

   

 1.1.9. ნარჩენების შენახვა და უტილიზაცია

საკვების და სხვა ნარჩენები უნდა იყოს დროულად ამოღებული. საკვების ნარჩენები უნდა იყოს შენახული კონტეინერებში, რომელიც იქნება თავსახურით აღჭურვილი, ადვილად რეცხვადი, კარგ მდგომარეობაში და ექნება დეზინფიცირების საშუალება. საწარმოში უნდა იყოს გამოყოფილი ცალკე ადგილი საკვების ნარჩენების შესანახად და მოსაშორებლად.

 

Pilt10

 

ასევე უნდა ინახებოდეს მღრღნელებისა და ცხოველებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას. საკვების ნარჩენები და  შესაფუთი ნარჩენები უნდა ინახებოდეს ცალ-ცალკე. შესაფუთი ნარჩენები უნდა ინახებოდეს მათთვის განკუთვნილ ერთჯერად ცელოფნებში.

1.1.10. ტექნიკა და ინსტრუმენტები

საკვების გატარების (დამუშავების) და ტექნიკის გამოყენების ადგილი უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში, ადვილად გარეცხვადი და დეზინფიცირებადი. ამისათვის უნდა იყოს გამოვიყენებული გლუვი ზედაპირი, რომელიც იქნება უჟანგავი.

მაცივრებრებსა და სხვა ადგილებში, სადაც ტემპერატურის დაცვა მნიშვნელოვანია, უნდა იყოს დაყენებული თერმომეტრები, რისი დაკვირვება და დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი.