ემბრიონების გადანერგვა უკვე ყველასათვის ხელმისაწვდომია!

სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, პირველად საქართველოში, კომპანია "კავკასიის გენეტიკის" სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების ცენტრში პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესების მიზნით, ემბრიონების გადანერგვა განხორციელდა. ტრანსპლანტაცია ცენტრის მიერ მოწვეულმა გერმანელმა სპეციალისტმა დოქტორ ჯეიკობ შერცერმა ჩაატარა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეცხოველეობის დარგის სპეციალისტები და ფერმერები ესწრებოდნენ.

ემბრიონის გადანერგვის ტექნოლოგია პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისათვის უსწრაფესი გზაა. ტრანსპლანტირება ჯიშიანი ფურებისგან მრავალრიცხოვანი შთამომავლობის მიღების საშუალებას იძლევა. ემბრიონის, ანუ განაყოფიერებული კვერცხუჯრედის გადანერგვა შესაძლებელია განხორციელდეს ადგილობრივი რეციპიენტის ფურებისათვის, რაც განაპირობებს გაუმჯობესებული, მაღალპროდუქტიული ჯიშის ხბოს დაბადებას. სხვადასხვა ზომის ადგილობრივი ჯიშის ფურისათვის, ხდება შესაბამისი ჯიშის ემბრიონის შერჩევა. ეს საშუალებას აძლევს ფერმერს, ანალოგიური ხალასჯიშიანი პირუტყვის იმპორტთან შედარებით დაზოგოს დაახლოებით 5000 ლარი.

5 თებერვალი 2014

ტრეინინგი ცოდნისა და უნარების ასამაღლებლად! 

კომპანია "კავკასიის გენეტიკამ" უკვე მეორედ საქართველოს ისტორიაში განახორციელა ემბრიონების გადანერგვა კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში "აისი". 

ემბრიონების გადანერგვა ჩაატარა გერმანელმა სპეციალისტმა ჯეიკობ შერცერმა და კავკასიის გენეტიკის გენერალურმა მენეჯერმა და ხელოვნური განაყოფიერების სპეცილისტმა დიმიტრი კვირიკაშვილი.

ემბრიონების უშუალოდ გადანერგვამდე, დაინტერესებულ პირებს, ვეტერინარებს და მომავალ სპეციალისტებს ჩაუტარდათ თეორიული ტრეინინგი, ხოლო გადანერგვის პროცესში პრაქტიკული ტრეინინგი.