თვითკონტროლის გეგმის ეფექტურობის დასადასტურებლად, საჭირო არის წელიწადში ერთხელ მოხდეს მისი გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა. მიზანია, მოხდეს განმარტება, თვითკონტროლის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები პასუხობს თუ არა საწარმოში არსებულ რეალობას.
ასევე არის 2 დამატებით მეთოდი: გადამოწმების და დადასტურების მეთოდები. Gადამოწმების მეთოდში შედის შიდა აუდიტი, გარე აუდიტი, კლიენტების აუდიტი.
მსგავსი აუდიტი უნდა ტარდებოდეს კონკრეტული სიხშირით და იმ შემთხვევაში, თუ საწარმოში ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები.
ცვლილებები საწარმოს საქმიანობაში შეიძლება იყოს შემდეგი:
- ნედლეულის ან პროდუქტის შეცვლა (საწარმოს სქემა, გამოყენებული დანადგარების სია, დასუფთავების პროგრამა),
- შეფუთვის, მომარაგების ან მარკეტინგის ცვლილებები,
- მომხმარებელთა დამოკიდებულების შეცვლა პროდუქტთან მიმართებაში,
- ახალ პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის საშიშროება.
აუდიტი უნდა ფლობდეს ინფორმაციას HACCP სისტემის შესახებ და ობიექტური შეფასების მისაღებად სისტემის შემმუშავებელი პირი არ უნდა იყოს თავის თავის აუდიტი. აუდიტის შედეგები უნდა დაფიქსირდეს და შევიდეს თვითკონტროლის სისტემაში.
აუდიტის ჩასატარებლად უნდა შემუშავდეს კითხვარი, რომელიც მოიცავს ყველა წინასაპირობო პროგრამას და HACCP პრინციპებს. აუდიტი არ არის მხოლოდ დოკუმენტაციის კონტროლი, არამედ დოკუმენტაციის შესაბამისობა საწარმოს შემოვლის დროს დაფიქსირებულ რეალობასთან.
ასევე საჭიროა ჩატარდეს ლაბორატორიული კვლევები და შესვსებული უნდა იყოს ინვენტარის ფურცლები მოთხოვნების შესაბამისად.
ანალიზის პროტოკოლი უნდა იყოს ლაბორატორიულ კვლევებთან ერთად შენახული.