Mittwoch, September 19, 2018

ესტონეთი

ქართველებმა ხელოვნური განაყოფიერება ესტონეთში შეისწავლეს!

 

ესტონეთის ქალაქ ტარტუში 10-მა ქართველმა ახალგაზრდამ ხელოვნური განაყოფიერების 2 კვირიანი სწავლება გაიარა. 
ესტონეთის მეცხოველეობის ასოციაციის და კავკასიის გენეტიკის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიხედვით, კავკასიის გენეტიკის მეოხებით შერჩეულმა კანდიდატებმა, საფუძვლიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიარეს ხელოვნურ განაყოფიერებაში.

კანდიდატებმა ტარტუში გამგზავრებამდე გაიარეს ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერების თეორიულ-პრაქტიკული კურსი კავკასიის გენეტიკის მეცხოველეობისა და ხელოვნური განაყოფიერების ცენტრში. (ტიბაანი). 

ტარტუში სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც თითოეული მსმენელისთვის, ასევე კომპანიისა და მთელი ქვეყნისთვის. მათ მიერ შეძენილი ცოდნა და გამოცდილება დაეხმარება ჩვენს ქვეყანას უკეთ წარმართოს მეცხოველეობის საქმიანობა. 

თითოეულ მსმენელს გააჩნია სწავლების დამადასტურებელი სერტიფიკატი, და მათ უკვე სრული შესაძლებლობა აქვთ მოემსახურონ ქართველ მომხმარებელს.

ეს არ არის ერთჯერადი პროექტი. ჩვენ კიდევ მივცემთ საშუალებას დაინტერესებულ პირებს შეისწავლონ და დაეუფლონ აღნიშნულ საქმიანობას, რათა ქართველებსაც გვყავდეს უკეთესი ჯიშები და მივიღოთ მეტი რძე, მეტი ხორცი და მეტი შემოსავალი!