Donnerstag, November 15, 2018

სიახლეები ფერმერებს

პერსპექტიული ფერმერული მეურნეობები, ცხოველთა ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ფერმის თანამედროვე აღჭურვილობა

 

კომპანია "კავკასიის გენეტიკა" ყველა მსურველს გიწვევთ სემინარზე

 

სემინარის თემატიკა: სემინარში მონაწილეთა ფერმებში დღეისათვის არესბული სიტუაციის მიმოხილვა, სიძნელეები და მათი აღმოფხვრის გზები: ცხოველთა ჯანმრთელობა; ცხოველთა კეთილდღეობა; თანამედროვე ფერმერული მეურნეობებში რძისა და ხორცის წარმოების შესაბამისი აღჭურვილობა; თანამედროვე ტექნოლოგიები.

 

მოწვეული ტრენერი:

ვალერი ბედრევიჩი; ვეტერინარი კომპანია „კერბლ ეასტ “ , გერმანია

 

სამიზნე ჯგუფი: ფერმერები (მსხვილფეხა და წვრილფეხა), ვეტერინარები, სერვის მომსახურეობის ცენტრები

 

სემინარის საფასური: უფასო

 

სემინარის ხანგრძლივობა: ორი (2) დღე, 24-25, ივნისი, 2015

 

ადგილმდებარეობა/დრო:

  • 24.06.2015 – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. დავით  აღმაშენებლის 240, თბილისი, საქართველო, 11:00 საათი
  • 25.06.2015 შპს „ჯეო აგრო“, მარტყოფი

სემინარის განრიგი

 

24.06.2015

ფერმერებისთვის

  • სემინარში მონაწილეთა ფერმებში დღეისათვის არესბული სიტუაციის მიმოხილვა, სიძნელეები და მათი აღმოფხვრის გზები.: ცხოველთა ჯანმრთელობა; ცხოველთა კეთილდღეობა; თანამედროვე ფერმერული მეურნეობები; თანამედროვე ტექნოლოგიები
  • დისკუსია / კითხვა პასუხი

 

25.06.2015

ფერმერებისთვის, ვეტერინარებისთვის და ზოოტექნიკოსებისთვის

 

პრაქტიკული სამუშაოები, სადემონსტრაციო ჩვენებები.

თემა:ჩლიქების მოვლა; ცურის მოვლა, ჰიგიენა; ხურვის გამოვლენა, მაკეობის დიაგნოსტიკა, გართულებული მშობიარობა დ.ა.შ.

 

 

 

 

ესტონეთში ქართველი ვეტერინარების გადამზადება გრძელდება

 

ქართველმა ვეტერინარებმა, ზოოტექნიკოსებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა ესტონეთში 2-კვირიან თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიარეს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნურ განაყოფიერებაში.

კომპანია "კავკასიის გენეტიკასა" და ესტონეთის მეცხოველეობის ასოციაციას შორის 2014 წელს გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც წინასწარ შერჩეული ქართველი ვეტერინარები, ზოოტექნიკოსები და სხვა დაინტერესებული პირები გაივლიან 2 კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნურ განაყოფიერებაში. აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა 2014 წლის მაისში. ესტონეთის ქალაქ ტარტუში 10 ქართველი გაემგზავრა 2 კვირით. ბევრი მსურველის მიუხედავად, კომპანიამ საუკეთესოები და ყველაზე მოწადინებულები შეარჩია. ესტონეთში მათ შეისწავლეს მსხვილფეხა პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების ტექნიკა და დღეს ეს ადამიანები თავიანთ რაიონებში ახორციელებენ ფერმერთა მომსახურებას. 

პროექტის მეორე ეტაპიც შედგა. 2015 წლის მაისში უკვე გადამზადდა 11 პიროვნება შემდეგი რაიონებიდან: ხობი, ზესტაფონი, გორი, თელავი, დედოფლისწყარო, მარნეული, ვანი, დუშეთი, ასპინძა. 

ესტონეთში გადამზადებული დამოუკიდებელი ტექნიკოსები მომსახურებას უწევენ ფერმერებს თავიანთ რაიონში. ისინი ზრუნავენ პირუტყვის ჯიშის გაუმჯობესებაზე, პროდუქტიულობის ამაღლებაზე, რათა ქართველმა ფერმერმა მიიღოს მეტი რძე, მეტი ხორცი, ჰყავდეთ ჯიშიანი პირუტყვი ნაცვლად ჯიშდაკნინებულისა და მიიღოს მეტი შემოსავალი.

 

 

ღორის ხელოვნური განაყოფიერება უკვე შესაძლებელია!

 

სანაშენე ღორის და მეტი ხორცის წარმოების საუკეთესო გენეტიკა ფერმერთა შემოსავლის გასაუმჯობესებლად!

 

ჩვენ გთავაზობთ იორკშირის და ლანდრასის ჯანმრთელ და მაღალპროდუქტიულ გენეტიკურ მასალას ჯიშის გასაუმჯობესებლად!

 

აირიდე აფრიკული და კლასიკური ჭირი!

მეტი ხორცი;

  • მეტი გოჭი;
  • ჯიშის გაუმჯობესება;
  • დაავადებების კონტროლი;
  • თქვენი უსაფრთხოება;
  • კერატის შენახვა ძვირია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ემბრიონების გადანერგვა უკვე ყველასათვის

ხელმისაწვდომია!

 

ემბრიონები საქართველოში უკვე 2-ჯერ გადაინერგა!

 

25 ივნისი 2013

 

სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, პირველად საქართველოში, კომპანია "კავკასიის გენეტიკის" სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების ცენტრში პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესების მიზნით, ემბრიონების გადანერგვა განხორციელდა. ტრანსპლანტაცია ცენტრის მიერ მოწვეულმა გერმანელმა სპეციალისტმა დოქტორ ჯეიკობ შერცერმა ჩაატარა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეცხოველეობის დარგის სპეციალისტები და ფერმერები ესწრებოდნენ.

 

ემბრიონის გადანერგვის ტექნოლოგია პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისათვის უსწრაფესი გზაა. ტრანსპლანტირება ჯიშიანი ფურებისგან მრავალრიცხოვანი შთამომავლობის მიღების საშუალებას იძლევა. ემბრიონის, ანუ განაყოფიერებული კვერცხუჯრედის გადანერგვა შესაძლებელია განხორციელდეს ადგილობრივი რეციპიენტის ფურებისათვის, რაც განაპირობებს გაუმჯობესებული, მაღალპროდუქტიული ჯიშის ხბოს დაბადებას. სხვადასხვა ზომის ადგილობრივი ჯიშის ფურისათვის, ხდება შესაბამისი ჯიშის ემბრიონის შერჩევა. ეს საშუალებას აძლევს ფერმერს, ანალოგიური ხალასჯიშიანი პირუტყვის იმპორტთან შედარებით დაზოგოს დაახლოებით 5000 ლარი.

 

 

5 თებერვალი 2014

ტრეინინგი ცოდნისა და უნარების ასამაღლებლად! 

კომპანია "კავკასიის გენეტიკამ" უკვე მეორედ საქართველოს ისტორიაში განახორციელა ემბრიონების გადანერგვა კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში "აისი". 

ემბრიონების გადანერგვა ჩაატარა გერმანელმა სპეციალისტმა ჯეიკობ შერცერმა და კავკასიის გენეტიკის გენერალურმა მენეჯერმა და ხელოვნური განაყოფიერების სპეცილისტმა დიმიტრი კვირიკაშვილი.

ემბრიონების უშუალოდ გადანერგვამდე, დაინტერესებულ პირებს, ვეტერინარებს და მომავალ სპეციალისტებს ჩაუტარდათ თეორიული ტრეინინგი, ხოლო გადანერგვის პროცესში პრაქტიკული ტრეინინგი.