Mittwoch, September 19, 2018

ტიბაანი მეცხ. ცენტრი

ტიბაანის სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების ცენტრი

 

“კავკასიის გენეტიკის” სანაშენე ცენტრი მდებარეობს კახეთში, სოფელ ტიბაანში.

სანაშენე ცენტრის გახსნამ, რომლის მშენებლობასაც მხარი დაუჭირა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ხელი შეუწყო ქვეყნის შიგნით საქონლის ჯიშების მახასიათებლების გაუმჯობესებას და ჯიშთა სელექციის პროგრამასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ, ტექნიკურ და სამეცნიერო პრობლემების გადაჭრას. სანაშენე ცენტრის მთავარი მიზანია: ადგილობრივი ბუღების (კავკასიური წაბლას, მეგრული წითელის და ქართული მთის საქონლის) მოშენება. ამ ჯიშების ბუღების სპერმის კრიოკონსერვაცია საქონლის ხელოვნური განაყოფიერების ხელშეწყობის მიზნით.

სანაშენე ცენტრში ახალგაზრდა ბუღები, რომლებიც აკმაყოფილებენ გენეტიკურ მოთხოვნილებებს გადიან შთამომავლობის ტესტს და შემდეგ უკვე ხელოვნური განაყოფიერების ცენტრში გადიან აგრეთვე სანაშენე ღირსებების შემოწმებას, რომელიც თავის მხრივ მოიცავს მთელ რიგ შემოწმებებს ბუღების 6-დან 13 თვის ასაკამდე.

სანაშენე ცენტრი მოიცავს:

“ა” იზოლირებულ სადგომს (460 კვ.მ). ყველა ბუღა, რომელიც სანაშენე ცენტრში მოხვდება ჩერდება იზოლირებულ სადგომში. ახალგაზრდა ბუღები იქ რჩებიან 40 დღის განმავლობაში სანაშენე ღირსების ტესტის ჩატარებამდე.
“ბ” სანაშენე ღირსების ტესტის სადგომს (1600 კვ.მ) - აქ ტარდება კვების ტესტი, ცოცხალი წონის შემოწმების, ტიპის, რეპროდუქციის უნარის ტესტები.
“გ” – ბუღების სპერმის დამუშავებასა და გაყინვას ლაბორატორი.
“დ” – ტრეინინგ ცენტრი და საორგანიზაციო ოფისი

ტიბაანის სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფირების ცენტრი

•სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში პირველად სპერმის პაიეტებში დაფასოება;
•გერმანული დანადგარი ,,MINITUB’’ გამოყენება სპერმის გასაყინად. 
•სტანდარტისა და ეტიკეტირების მიხედვით პროდუქტი შეესაბამება განვითარებულ ქვეყნებში სპერმის პროდუქციას. 
•შესაძლებლობას იძლევა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში გასაღების ბაზრის მოპოვების