Donnerstag, Juli 19, 2018

მიმდინარე მოვლენები

კავკასიის გენეტიკასა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 

კომპანია "კავკასიის გენეტიკა" 3 წელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების სფეროში. ოზურგეთში მოღვაწე ხ.გ ტექნიკოსი ბატონი თამაზ კილაძე კომპანიის დიდი ხნის პარტნიორია. ოზურგეთი ქვეყანაში მსხვილფეხა პირუტყვის განაყოფიერების მხრივ ერთ-ერთ მოწინავე ადგილას დგას.

მემორანდუმი რომელიც 2015 წლის 2 მაისს გაფორმდა, ითვალისწინებს მეღორეობის განვითარებას ოზურგეთი რაიონში. გურულ ფერმერებს საშუალება მიეცემათ გააუმჯობესონ თავიანთი ღორის ჯიშები. 
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გაიმართა პრეზენტაციები ფერმერებისთვის.

 

შეხვედრა თიანეთსა და მარნეულში

 

კავკასიის გენეტიკამ შეხვედრა გამართა თიქნეთის და მარნეულის მუნიციპალიტეტში, ფერმერებთან და უნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტებთან, შეხვედრას ქონდა სემინარის ფორმატი შემდეგი საკითხებით: 
• მოკლე მიმოხილვა კომპანია კავკასიის გენეტიკის სანაშენე საქმიანობის შესახებ;
• საქართველოში გავრჩელებული მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშების;
• დღეისათვის არსებული სიტუაცია, სიძნელეები და გამოწვევები საქართველოს მესაქონლეობის სექტორში;
• ჯიშობრივი გაუმჯობესების მნიშვნელობა და ხ.გ-ს სარგებელი;
• მაღალპროდუქტიული ჯიშების მიმოხილვა;
• ჯიშობრივი გაუჯობესების სქემის მიმოხილვა ხ.გ გამოყენებით;
• გასათვალისწინებელი ფაქტორები წარმატების მისაღწევად;
• ბუნებრივი შეჯვარების მიმოხილვა და მენეჯმენტი;
• ემბრიონების გადანერგვა _ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი წარმატებისათვის;
• ეს შესაძლებელია! ღორების ჯიშობრივი გაუმჯობესება;
• კომპანიის წარმატებული ისტორიები (ვიდეო);
• დისკუსია, კითხვა-პასუხი.

შეხვედრა წალენჯიხელ ფერმერებთან

 

წალენჯიხის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ორგანიზებით კომპანია კავკასიის გენეტიკამ შეხვედრა ჩაატარა წალენჯიხელ მეცხოველე ფერმერებთან. შეხვედრას ჰქონდა პრეზენტაციის და კითხვა-პასუხის სახე.


შეხვედრაზე ფერმერები გაეცნენ: ორგანიზაციის საქმიანობას , სერვისებს , ჯიშთა განახლების და სელექციის აუცილებლობას , ხელოვნური განაყოფიერების უპირატესობას , სპერმისა და ემბრიონის დისტრიბუციას, განაყოფიერებისათვის საჭირო დანადგარებს და ხელსაწყოებს, მეცხოველეობის სხვადასხვა საკითხებს .
ფერმერების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია , ღორების ხელოვნური განაყოფიერების დანერგვის იდეამ, რომელსაც კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს , სანაშენე ღორის საუკეთესო გენეტიკა , ჯიშთა გაუმჯობესება, დაავადებებისა და სიკვდილიანობის რისკის შემცირება, ეს ის დადებითი მომენტებია, რომელიც ხელოვნური განაყოფიერების შედეგად მიიღწევა.
ტრენინგს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ ფერმერები და ვეტერინარი სპეციალისტები.

 

 

ქართველებმა ხელოვნური განაყოფიერება ესტონეთში შეისწავლეს!

ესტონეთის ქალაქ ტარტუში 10-მა ქართველმა ახალგაზრდამ ხელოვნური განაყოფიერების 2 კვირიანი სწავლება გაიარა. 
ესტონეთის მეცხოველეობის ასოციაციის და კავკასიის გენეტიკის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიხედვით, კავკასიის გენეტიკის მეოხებით შერჩეულმა კანდიდატებმა, საფუძვლიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიარეს ხელოვნურ განაყოფიერებაში.

კანდიდატებმა ტარტუში გამგზავრებამდე გაიარეს ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერების თეორიულ-პრაქტიკული კურსი კავკასიის გენეტიკის მეცხოველეობისა და ხელოვნური განაყოფიერების ცენტრში. (ტიბაანი). 

ტარტუში სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც თითოეული მსმენელისთვის, ასევე კომპანიისა და მთელი ქვეყნისთვის. მათ მიერ შეძენილი ცოდნა და გამოცდილება დაეხმარება ჩვენს ქვეყანას უკეთ წარმართოს მეცხოველეობის საქმიანობა. 

თითოეულ მსმენელს გააჩნია სწავლების დამადასტურებელი სერტიფიკატი, და მათ უკვე სრული შესაძლებლობა აქვთ მოემსახურონ ქართველ მომხმარებელს.

ეს არ არის ერთჯერადი პროექტი. ჩვენ კიდევ მივცემთ საშუალებას დაინტერესებულ პირებს შეისწავლონ და დაეუფლონ აღნიშნულ საქმიანობას, რათა ქართველებსაც გვყავდეს უკეთესი ჯიშები და მივიღოთ მეტი რძე, მეტი ხორცი და მეტი შემოსავალი!